პოლიტიკა

სომხეთში აკრედიტირებული სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ სიუნიქს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ მოაწყო სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტირებული უცხოეთის საელჩოების სამხედრო ატაშეების ვიზიტი სიუნიქის რეგიონში, აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეების შეღწევის შედეგად შექმნილი ვითარების გასაცნობად.

შეიარაღებული ძალების პასუხისმგებელი ქვედანაყოფის სარდლობის წარმომადგენლებმა სამხედრო ატაშეებს წარუდგინეს 12 მაისის შემდეგ შექმნილი ვითარება, განვითარებული მოვლენები, სომხური მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები, პასუხობდნენ სამხედრო ატაშეებისათვის საინტერესო კითხვებზე.

სარდლობის წარმომადგენლების თანხლებით, სამხედრო ატაშეებმა მოინახულეს შავი ტბის მიდამოები, დააფიქსირეს აზერბაიჯანელი სამხედროების ყოფნა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და დააკვირდნენ სომხეთ-აზერბაიჯანის ძალების განთავსებას ამ ტერიტორიაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button