
კარნეგის ფონდის საერთაშორისო ექსპერტი პოლ სტრონსკი დარწმუნებულია, რომ საჭიროა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის უფრო ოპერატიული გადაწყვეტა. 22 მაისს, სომხურ-ამერიკულ პოლიტიკურ მეცნიერებათა პირველ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სტრონსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს კონფლიქტის მხარეების შერიგებას.
მან ხაზი გაუსვა, რომ იყო რა ის ადამიანი, რომელიც 30 წლის განმავლობაში სწავლობდა რეგიონს, დღეს იგი ამჩნევს იგივე ტენდენციებს, რაც იყო 30 წლის წინ. ”რა თქმა უნდა, მე მესმის, რატომაა ასე, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ამ ტერიტორიებზე და რა გადაიტანა სომხეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,” – აღნიშნა სტრონსკიმ. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის მოგვარებით აქტიურად უნდა დაკავდნენ. საკითხის გადაჭრის გაჭიანურება ხელს არ უწყობს მშვიდობის დამყარებას, არამედუფრო სწრაფად ამცირებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გავლენას.
სტრონსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ეუთოს მინსკის ჯგუფის მხარდაჭერას. ”მე ამას არ ვამბობ, როგორც მთავრობის წარმომადგენელი, არამედ როგორც აშშ-ს მოქალაქე, რომელიც სწავლობს რეგიონს”, – თქვა მან. სტრონსკი დარწმუნებულია, რომ ამჟამად მინსკის ჯგუფი არის მოლაპარაკებების ერთადერთი ხელმისაწვდომი ფორმატი, მეტნაკლებად ობიექტური.