მთავარიპოლიტიკა

არავინ არ უსვამს ალიევს “უსიამოვნო კითხვებს”. სატანოვსკი გმირთა ძეგლების დანგრევის შესახებ

ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ევგენი სატანოვსკი აზერბაიჯანის მიერ დიდი სამამულო ომის სომეხი გმირების ძეგლების განადგურებას შეეხო და დაიჩივლა, რომ ამ მხრივ ილჰამ ალიევს არავინ უსვამს “უსიამოვნო კითხვებს”.

სატანოვსკიმ თქვა, რომ აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული ყველა ძეგლი და ობელისკი “განადგურდა ან შეურაცხყოფილი იქნა”, რადგან გმირებს, მათ შორის ცნობილ გენერლებს, “სომხად ყოფნის გაუფრთხილებლობა ჰქონდათ”.

”უფრო მეტიც, ისინი (ძეგლები – რედ.) დადგმულ იქნა ამ გმირების სამშობლოში, იქ სადაც ისინი დაიბადნენ და სადაც მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათი სახელების ზედაპირული ჩამოთვლაც კი – მინისტრი თევოსიანი, მარშალ ბაღრამიანი, ბაბაჯანიანი და ხანპერიანცი, ადმირალი ისაკოვი, ასობით სხვა გენერალი, ოფიცერი და რიგითი პირი – საკმარისზე მეტია მოსკოვის  საერთაშორისო  ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულ პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის “უსიამოვნო კითხვების” დასმისთვის. მხოლოდ მას არავინ დაუსვამს კითხვებს. ”ის ვისაც უნდა, რაც უნდა, იმას ჰკითხავს ”, – წერს სატანოვსკი.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ”დიდი ფული და დიდი კავშირები ადამიანს აძლევს საშუალებას გააკეთოს რაც სურს”.

ის დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანი, რომელიც ბევრს ახსოვს და ინერციით ესიმპატიურება, აღარ არსებობს. ”არსებობს თურქეთის ნაწილი, სადაც სომხური და ბერძნული ყველაფრის განადგურება ნორმაა. ასე რომ, აზრი არ აქვს ალიევს ვკითხოთ, რა ხდება ომის მოგონებებთან დაკავშირებით. ერდოღანი დღევანდელ აზერბაიჯანში საჭეს უზის, იქ აკეთებს, რაც სურს და აპირებს გააფართოოს თავისი გავლენის სფერო ყოფილი სსრკ-ს ყველა თურქულ რეგიონში, მათ შორის არა მხოლოდ ყაზახეთში და შუა აზიაში, არამედ რუსეთის ნახევარზეც.”

ნახეთ მეტი
Back to top button