
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული პროვოკაციების შემდეგ სიტუაცია 23 მაისის შუადღის მდგომარეობით შედარებით სტაბილურია, არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.
”22 მაისს, საღამოს, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოჭრილი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პერსონალის ნაწილი, საწყის პოზიციებზე დაბრუნდა. პრესაში გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ ”1000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი იმყოფება შავ ტბასთან” არ შეესაბამება სინამდვილეს ”, – ნათქვამია განცხადებაში.
წყაროს თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და განაგრძობენ აზერბაიჯანული სამხედროების ბლოკირებას.