
24 მაისს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არა აივაზიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ელჩები სომხეთში სერგეი კოპირკინი (რუსეთი), ჯონათან ლაკოტი (საფრანგეთი) და ლინ ტრეისი (აშშ). ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტიდან.
შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფართო კონტექსტს, აგრეთე რეგიონალური უსაფრთხოების და სამშვიდობო საკითხებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში არსებული ვითარება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეღწევის გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა წარმოადგინა უახლესი მოვლენები და დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა საკითხის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით გადასაჭრელად.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აივაზიანმა დაუშვებლად მიიჩნია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნებისმიერი ხელყოფა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დაუყოვნებლივ და უპირობოდ დატოვება.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები არსებულ ვითარებაში გადადგმულ ნაბიჯებზე.