
დრო აჩვენებს, თუ რას მისცემს ახალი დოკუმენტის ხელმოწერა სომხეთსა და არცახს. Sputnik სომხეთთან საუბრისას, ასეთი აზრი გამოთქვა არცახის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაბაიანმა, რომელიც შეეხო დიდი აურზაურის გამომწვევ ახალ დოკუმენტს, რომლის ხელმოწერას აპირებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი.
”ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს აზერბაიჯანთან, ეს უნდა იყოს ხანგრძლივი მოლაპარაკებების საკითხი. ვიმეორებ, საზღვრები, არცახი, არცახის სტატუსი, ოკუპირებული ტერიტორიები, მათი სტატუსი ეს ყველა საკითხია, რომელიც დროს საჭიროებს”, – თქვა მან.
ახალი დოკუმენტი საფრთხეს უქმნის არცახის შემდგომ არსებობას? ბაბაიანს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სამაგიეროდ ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ ოდესმე იარსებებს ისეთი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ლიდერი, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცნობს არცახს და ოკუპირებულ ტერიტორიებს.
”არცახი ყველა სპეკულაციაზე მაღლა უნდა იყოს”, – ამბობს არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი აზრით, ამავე დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს აზერბაიჯანი 9 ნოემბრის დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებსაც კი არ ასრულებს.
”თქვენ ხედავთ, რა პოლიტიკას ატარებს იგი ტყვეების მიმართ, რა კულტურულ პოლიტიკას ატარებს ”ოკუპირებულ” ტერიტორიებზე სომხურობის განადგურების საკითხში. ეს ყველაფერი ადასტურებს, თუ ვინ არის აზერბაიჯანი”, – დასძინა ბაბაიანმა.