მთავარიპოლიტიკა

ერევნის პოლიკლინიკებში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომია

“ასტრა-ზენეკა”-სა და “სპუტნიკ-V” – ის გარდა, ჩინური “სინოვაკი” ჩაერთო ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NEWS.am- ს ერევნის მუნიციპალიტეტში  განუცხადეს.

”ყველა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ერთიდაიგივე გვერდითი მოვლენები – მსუბუქი ცხელება, სისუსტე, თავის ტკივილი”, – თქვა რუზანა დურგარიანმა, ერევნის 13 პოლიკლინიკის დირექტორმა.

”ვაქცინები არის ორგანიზმში უცხო სხეული, რომელიც იბრძვის იმუნიტეტისთვის, ეს არის ვაქცინის მნიშვნელობა”, – ამბობს ექიმი, ნევროლოგი არა ჰაკობიანი.

24 წლის მერი ჰამბურგის უნივერსიტეტში სწავლობს. რადგანაც  ლექციები ონლაინ წესით ტარდება, მას ერევანში დაბრუნება მოუწია. ის  კორონავირუსით არ დაავადებულა  არც აქ და არც იქ, მაგრამ გადაწყვიტა ბოლო მოეღო მუდმივი შიშისათვის  და აცრილიყო, მით უმეტეს, რომ გერმანია მხოლოდ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს აძლევს აცრის საშუალებას.

მეორე დოზის მიღების შემდეგ, მერი და ყველა მოქალაქე, რომლებიც ქვეყნის დატოვებისათვის ემზადებიან, მიიღებენ მწვანე პასპორტებს. ეს გამორიცხავს დამატებითი ტესტის ჩაბარების  საჭიროებას.

ვაქცინაციის მსურველ ყველა მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს პოლიკლინიკა, რომელიც მათ ურჩევნიათ,  ადგილზევე  გაიარონ სამედიცინო შემოწმება და თუ უკუჩვენება არ აქვთ, აიცრან.

აპრილის შემდეგ ერევანში ვაქცინაცია ჩაუტარდა 10 157 მოქალაქეს,  7 123 მუნიციპალიტეტურ პოლიკლინიკაში.

აიცრას თუ არა და რომელი ვაქცინა ირჩიოს ეს საკითხი ყველას აწუხებს.  უნდა გავითვალისწინოთ, რომ  ვაქცინირებულ ადამიანს ინფიცირების შემთხვევაშიც კი  უფრო მსუბუქი ჩივილები ექნება, დავადება სიცოცხლისათვის საშიში აღარ იქნება.   რამდენად ეფექტურია ვაქცინები და რამდენხანს გასტანს მისი მოქმედება ამ კითხვაზე  მედიცინას პასუხის გაცემა ჯერ კიდევ უჭირს.

ნახეთ მეტი
Back to top button