მთავარიპოლიტიკა

ირანში გაიმართება სამხედრო სწავლება Separ-e-Aseman 1400

ირანში გაიმართება Separ-e-Aseman 1400 სამხედრო სწავლება (ქვეყნიური ფარი).

ადმირალ ჰაბიბოლა საიარის თქმით, ეს წვრთნები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე პრაქტიკული ერთობლივი წვრთნებია სამხედრო ელექტრონული ომის სფეროში.

მისივე თქმით, სამხედრო წვრთნები ისპაჰანის პროვინციის უზარმაზარ ტერიტორიაზე ჩატარდება, გამოყენებული იქნება ირანის არმიის უახლესი მიღწევები და საბრძოლო შესაძლებლობები.

მან ასევე თქვა, რომ წვრთნების არეალში უკვე განთავსებულია სხვადასხვა სისტემა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ უპილოტო მფრინავი აპარატები და “ჭკვიანი მომკვლევები”, რომლებიც ელექტრონული ომის მეშვეობით დარტყმას განახორციელებენ წინასწარ განსაზღვრულ მიზნებზე.

გარდა ამისა, განხორციელდება ჰაერზე ნადირობისა და კიბერ დაცვის ოპერაციები და გაანალიზდება აღჭურვილობის აღმოჩენის სიზუსტე და სიჩქარე.

ნახეთ მეტი
Back to top button