
მეგობრული ქვეყნების შემთხვევაში იურიდიული ფორმულირება საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ ჩვეულებრივი მოვლენაა. სხვა ვითარებაა, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის მხარეებს შორის წამოჭრილ სასაზღვრო ურთიერთობებს.
სომხეთის ხელისუფლება დემარკაციის საკითხს უკავშირებს განბლოკვის საკითხს, ამავე დროს საუბრობენ პერსპექტივებზე. მაშინ როცა, ექსპერტები ამ საკითხში ხედავენ აზერბაიჯანის სიჩქარესა და ფარულ მიზნებს და ცდილობენ გაარკვიონ სად არის “დამარხული ძაღლის თავი”.
”აზერბაიჯანი მზადაა სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდეს სომხეთთან, მაგრამ ეს მაშინ მოხდება თუ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრების იქნება ორმხრივ აღიარეული და ამასთან ყარაბაღი მიჩნეული იქნება აზერბაიჯანის შემადგენელ ნაწილად. ასეთი განცხადება გააკეთა გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციისას, რომელიც მიმდინარეობდა თემაზე : ”სამხრეთ კავკასია. რეგიონის განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები“. სწორედ ეს ის არის რაც სურდა გაგვეგო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ. გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის თავმჯდომარე, პოლიტოლოგი სტეპან გრიგორიანი მითითებს რეგიონალური საფრთხის შესახებ:
”ჩვენ ყველას გვესმის, რას ნიშნავს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის დაწყება? თუ თქვენ ეთანხმებით საზღვრის დაფიქსირებას ყარაბაღთან დაკავშირებულ ადგილებში, მაშინ გარკვეულწილად უარს ამბობთ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხის ირგვლივ. უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ წინასწარ განსაზღვრავთ მთიანი ყარაბაღის სტატუსს, ის ავტომატურად რჩება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“.

ანალიტიკოსები ამჩნევენ სიჩქარეს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რუსეთის ქცევაშიც. ისინი ვარაუდობენ, რომ არსებობს ეუთოს მიერ შემუშავებული 150 გვერდიანი საერთაშორისო სახელმძღვანელო-დოკუმენტი დემარკაციის შესახებ, რომელსაც სურვილის შემთხვევაში გამოიყენებენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები სომხეთი და აზერბაიჯანი. უფრო მეტიც, წესი უკვე გამოცდილიცაა. ხოლო სიუნიქის ტბის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები ბევრმა ქვეყანამ უკვე შეაფასა, როგორც სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დარღვევა. დემარკაციის საკითხში, სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლება სხვა გზით მიდის – სამმხრივი ფორმატით, რუსეთის შუამავლობით. ანალიტიკოსების აზრით, მომავალი რიგგარეშე არჩევნების სემდეგ სრულად განსხვავებული მთავრობის შექმნის პერსპექტივა,გავლენას ახდენს პროცესის სიჩქარეზე და სომხეთზე მზარდ ზეწოლაზე.
რიგგარეშე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დოკუმენტზე შესაძლო ხელმოწერის კანონიერების საკითხს აყენებს “ჰელსინკის ასოციაციის” უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინა კარაპეტიანცი.

”დიახ, ლეგიტიმურობის პრობლემა არსებობს, რადგან ბევრ ადამიანს, ვინც ერთხელ ენდობოდა თავის ხმას, იმ 70% -ს, რომლის ამჟამინდელი მთავრობა კვლავ მანიპულირებას ცდილობს, ამ მთავრობასთან საერთო არ ჰქონდეს. ასე რომ, დიახ, აქ პრობლემა არსებობს; ნამდვილად საფრთხის შემცველია არჩევნებამდე 5 წუთით ადრე ღირს თუ არა ასეთ მასშტაბურ აქციაზე წასვლა. ეს ნამდვილად შემაწუხებელია“.
იურიდიული თვალსაზრისით, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს აქვს სრული უფლებამოსილება განახორციელოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები. მაშინაც კი, თუ ის ხელს მოაწერს, ეს პროცესის დასაწყისია, მაგრამ ეს არაფერს განსაზღვრავს, ამბობს ადვოკატი არტაშეს ხალათიანი.
მისი თქმით, საერთაშორისო სამართალი იძლევა სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობას. ”ვენის კონვენცია ხელშეკრულებათა კანონის შესახებ ძალადაკარგულად აქცევს ნებისმიერ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია ძალის, ძალის მუქარის ან ზეწოლის სხვა ფორმით. დღეს საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტარიუმი იმდენად დიდია, რომ შესაძლებელია გაუქმებული იქნას ეს პროცესი. რატომ? რადგან ეს არის პროცესები, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონალურ უსაფრთხოებას“.
ადვოკატი მიანიშნებს ირანისა და საქართველოს ინტერესები საფრთხის წინაშე დგას. მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო პრეცედენტი, რომელიც აიძულებს მათ ხელი მოაწერონ გარკვეულ დოკუმენტებს ჩრდილოეთ კვიპროსის საკითხში.