
აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს ოკუპირებული შუშის სომხური მემკვიდრეობის კოორდინირებული განადგურების პროცესს.
ამის შესაბამისად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა 25 მაისის პლენარულ სხდომაზე განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი “აზერბაიჯანის კულტურული დედაქალაქის – შუშის” შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შუშიში ქალაქის სახელმწიფო ნაკრძალის და მასთან დაკავშირებული სპეციალური ფონდის შექმნა. დოკუმენტის თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე უპირატესობა მიენიჭება ეკოლოგიურად სუფთა ტიპის ტრანსპორტს.