მთავარიპოლიტიკა

არმენ სარგსიანმა საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით მიულოცა სალომე ზურაბიშვილს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გზავნილით მიმართა ეროვნულ დღესასწაულთან, სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების და განმტკიცების პრინციპებით. ,,კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ დღესაც სომხეთი და საქართველო თანმიმდევრული მზრუნველობით აგრძელებენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საკითხები ‘’როგორც რეგიონის ორი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტები, ჩვენ მზად ვართ ერთგულებით, პატივისცემით ვემსახუროთ ჩვენს ხალხებს და გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, რომ ჩვენი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული მეგობრული ურთიერთობა მომავალ თაობებს გადავცეთ”, – ნათქვამია პრეზიდენტ სარგსიანის მისალოც გზავნილში.

ნახეთ მეტი
Back to top button