მთავარიპოლიტიკა

კონგრესმენები მოუწოდებენ ხელისუფლებას აზერბაიჯანს შეუჩეროს ნებისმიერი სახის სამხედრო დახმარება

აშშ – ს წარმომადგენელთა პალატის რამოდენიმე ათეული წევრი შეუერთდა დევიდ ვალადაოს მოწოდებას აშშ – ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი, რომლითაც მოითხოვება აზერბაიჯანს შეუწყდეს აშშ – ს რაიმე სახის სამხედრო დახმარება. 24 მაისს კონგრესმენების მიერ გაგზავნილ წერილში ასევე მოუწოდებენ ბაიდენს სასწრაფოდ გადახედოს თავისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების შეზღუდვის თაობაზე ,,თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ 907-ე შესწორებაზე უარის თქმის შესახებ. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა ამერიკის სომხურმა ეროვნულმა კომიტეტმა.

”აშშ-ს გადასახადებიდან შეგროვებული დოლარიც კი არ უნდა გაიგზავნოს ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად. ქვეყანა, რომელმაც ეთნიკურ წმენდას დააქვემდებარა არცახი, განაგრძობს სომეხი სამხედრო ტყვეების დაკავებას, ახლა კი სომხეთის რესპუბლიკაში ახდენს ტერიტორიის ოკუპაციას”, – აღნიშნა ვალადაომ. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ ბაიდენი ძალაში არ დატოვებს 907-ე შესწორებას, აშშ-ს კონგრესმა კანონიერად უნდა აკრძალოს ალიევის რეჟიმისთვის რაიმე სახის იარაღის ან დახმარების მიწოდება.

კონგრესმენების წერილში აღინიშნება, რომ აზერბაიჯანი განაგრძობს დესტაბილიზაციის როლს რეგიონში, თავს ესხმის სომხებს თავიანთ სამშობლოში და ძირს უთხრის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობებს. ”ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს აშშ-ს რაიმე სახის სამხედრო ან უსაფრთხოების დახმარება აზერბაიჯანისთვის”, – აღინიშნება წერილის დასკვნით ნაწილში.

ნახეთ მეტი
Back to top button