ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და დევნილთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ,,სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგები“ თემაზე მომხსენებელმა პოლ გავანმა (ირლანდია) ისაუბრა გასულ კვირას სომხეთში მისი ვიზიტის – შეხვედრების და მათი ნაყოფიერების შესახებ. ამის შესახებ ჩანაწერი გააკეთა ეროვნული კრების ფრაქცია “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატმა ტათევიკ ჰაირაპეტიანმა.
”მომხსენებელმა აღნიშნა შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა ტყვეების და მძევლების ნათესავებთან, აგრეთვე მისი კონტაქტები დევნილებთან.
ბატონმა გავანმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის მონახულება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პოლიტიკისა, არცახში ვიზიტი არ უნდა შეფერხდეს ჰუმანიტარული საკითხების შემთხვევაში.
სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადავუხადე ბატონ გავანს სომხეთში ვიზიტისა და აქ გამართული შეხვედრებისთვის.
მე ხაზგასმით შევნიშნე, რომ აქტუალური კვლავ რჩება სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხი და აღვნიშნე, რომ აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა ,,ქაღალდის ნაგლეჯი“ უწოდა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ყველა სომეხი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს უჩვენებს ოფიციალური ბაქოს დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიმართ, ამიტომ ამ საკითხის გადაჭრა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, განსაკუთრებით იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც ემუქრება ჩვენს თანამემამულეებს ბაქოში.
მე ასევე ვისაუბრე სიუნიქში შექმნილ ვითარებაზე, აზერბაიჯანიდან წამოსულ პროვოკაციებზე და საკითხის დიპლომატიური გზით გადასაჭრელად ჩვენს მზადყოფნაზე. სომხეთის პოზიცია ნათელია: აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა უნდა დატოვონ სომხეთის სუვერენული ტერიტორია.
დასასრულს, შემდეგი კითხვა დავუსვი ჩემს ევროპელ კოლეგებს: ”ახლა მშვიდობაზე ხშირად ლაპარაკობენ, მაგრამ მშვიდობა არ არის მხოლოდ სიტყვა, ის მოქმედებას გულისხმობს, ხოლო აზერბაიჯანის მოქმედების სტილი საერთოდ არ ეხმარება მშვიდობის დამკვიდრებას.
“ჰკითხეთ საკუთარ თავს, შესაძლებელი იყო თუ არა ჰიტლერთან ზავის დადება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ? ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რაც დღეს შეიქმნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ სამხრეთ კავკასიაში გატარებული პოლიტიკის გამო”.