მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრეზიდენტმა და საფრანგეთის ელჩმა ისაუბრეს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბაქოს ხელყოფის შესახებ

25 მაისს, პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა მიიღო საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ჯონათან ლაკოტე.

როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, პრეზიდენტმა სარგსიანმა და საფრანგეთის ელჩმა ისაუბრეს სომხეთში სასაზღვრო ვითარებაზე, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივი დაბრუნების საკითხებზე.

წყაროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, ასევე ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე.

ნახეთ მეტი
Back to top button