მთავარიპოლიტიკა

სომხეთმა უნდა აჩვენოს, რომ არ ემორჩილება აზერბაიჯანის ზეწოლას … რობერტ ქოჩარიანი

ამ დღეებში აზერბაიჯანში გაკეთებული ყველა განცხადება უნდა განვიხილოთ სომხეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესების კონტექსტში. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა, რომელიც სათავეში უდგას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე “ჰაიასტან” ბლოკის წინასაარჩევნო სიას.
”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი არ იყოს ნაკარნახევი აზერბაიჯანის მიერ. ეჭვი არ მეპარება, რა უპირატესობა აქვთ მათ ამ არჩევნების კონტექსტში. ისინი შეეცდებიან გადადგან ნაბიჯები, გააკეთონ განცხადებები, რათა გავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესზე. რეზოლუცია ასეთი უნდა იყოს: აზერბაიჯანმა არასოდეს არ უნდა უკარნახოს სომხეთის რესპუბლიკის დღის წესრიგი”, – თქვა ქოჩარიანმა.
სომხეთის მეორე პრეზიდენტის თქმით, თუ ყველას შეეძლება საკითხს ამ კუთხით შეხედოს, იქნება შესაძლებლობა, რომ არ მოექცნენ ამგვარი გავლენის ქვეშ.
”სომხეთმა უნდა აჩვენოს, რომ არ დაემორჩილება ისეთ ზეწოლას, რაც დღეს არ კეთდება. ეს შესაძლებელია და პირველ რიგში აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარება მოლაპარაკებების გზით. მაგრამ თუ ეს საკითხი მოგვარდება რუსეთის შუამავლობით, ხვალ ან ზეგ სხვა პრობლემის გადასაჭრელად სხვა პრობლემას შექმნის საზღვრის სხვა ნაწილში”, – აღნიშნა რობერტ ქოჩარიანმა.
დღეს გაიმართა ბლოკ “ჰაიასტან”-ის ლიდერების, სომხეთის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის, სომეხი რევოლუციონერ დაშნაკთა სომხეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელ იშხან საღათელიანის, “აღორძინებადი სომხეთის” პარტიის ლიდერ ვაჰე ჰაკობიანის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ნახეთ მეტი
Back to top button