სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა გზავნილით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
”საუკუნეზე მეტი ხნის წინ, საქართველომ ნება გამოხატა ჰქონებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა, მეგობარი ქართველი ხალხი დღესაც განაგრძობს თავის მისწრაფებას საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობისა და განვითარების მიმართულებით.
ძვირფასო ბატონო პრემიერ მინისტრო, სომხეთმა და საქართველომ თავიანთი სახელმწიფოს მშენებლობის დროს შეიმუშავეს თანამშრომლობის წინაპირობები, რომელთა განხორციელებით შესაძლებელი გახდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება მისი საუკეთესო ფორმით”, – ნათქვამია ფაშინიანის მილოცვაში.
მან აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ გასაკეთებელი როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე რეგიონულ პროცესებში. ”ამ კონტექსტში,ერთგულნი ვართ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მისი ახალი მიღწევებით გამდიდრების იდეისა,” – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
ფაშინიანმა ღარიბაშვილს წარმატება უსურვა სახელმწიფო საქმიანობაში და მოძმე ქართველ ხალხს კეთილდღეობა და პროგრესი.