მთავარიპოლიტიკა

დატყვევებული სომეხი სამხედროები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა იქნენ დაბრუნებული: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს სიტუაციის გამწვავებას.  ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

”აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები, რომლებიც 12 მაისიდან შევიდნენ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, აგრძელებენ პროვოკაციულ მოქმედებებს მთელი რიგი მიმართულებებით. ერთ-ერთი მათგანის შედეგად, 27 მაისს გამთენიისას, გეღარქუნიკის რეგიონის სასაზღვრო ზონაში საინჟინრო სამუშაოების შესრულებისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ალყაში მოაქციეს და შეიპყრეს სომხეთის შეიარაღებული ძალების ექვსი სამხედრო.

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ეს პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას, რამაც შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ხაზს ვუსვამთ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ყველა ქმედებასა და შედეგზე. ”დატყვევებული სომეხი სამხედროები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაბრუნდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button