მთავარიპოლიტიკა

ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი: მუშაობა “სპარსეთის ყურე-შავი ზღვის” სატრანსპორტო დერეფნის მიმართულებით გრძელდება

სომხეთი და ირანი განაგრძობენ მუშაობას “სპარსეთის ყურე-შავი ზღვის” სატრანსპორტო დერეფანზე. ამის შესახებ ვიცე პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტიგრან ავინიანმა 26 მაისს ეროვნული ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, უპასუხა რა დეპუტატების შეკითხვებს.

მისივე თქმით, ამ პროგრამის განსახორციელებლად შეიქმნა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 1-2 თვის წინ უკვე შეძლო შეხვედრის ჩატარება.

”შემდეგი შეხვედრა გაიმართება ბულგარეთში. ჩვენ უნდა განვავითაროთ უმარტივესი და სწრაფი მექანიზმები ამ მნიშვნელოვანი მარშრუტით საქონლის გადაზიდვისთვის”, – თქვა ავინინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button