მთავარიპოლიტიკა

რუსეთი აქტიურ ძალისხმევას ხმარობს სიუნიქში ვითარების მოსაგვარებლად. კოპირკინი

რუსეთ-სომხეთის სამოკავშირეო ურთიერთობები ბოლო ხანებში ან ზოგიერთი პოლიტიკოსის სურვილით წარმოქმნილი რამე არ არის. ჩვენი ურთიერთობები გამოიწრთო საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრებისა და ერთად განვითარების პროცესში. ამის შესახებ თემაზე “რუსეთის სტრატეგიული მოკავშირის იმიჯი თანამედროვე სომხურ საზოგადოებაში” კონფერენციის დროს განაცხადა სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა.

მისი თქმით, ეს ურთიერთობები სრულად ასრულებს თავის როლს დღესაც, რუსეთსა და სომხეთს კი ერთმანეთთან აკავშირებს ძალიან მჭიდრო კავშირები – ადამიანური, ეკონომიკური და ა.შ. ”ჩვენს ურთიერთობებს ასობით წლის ისტორია აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს. და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით ახლა, ამ რთულ პერიოდებში, სომხეთის რესპუბლიკის სიცოცხლისა და განვითარების რთულ ეტაპზე. ის განსაცდელები,  რომელსაც განიცდის სომეხი ხალხი, სრულად წარმოაჩენს ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობების ხარისხს”.

რუსეთის ელჩმა მოუწოდა იმის აღიარება, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამ კრიტიკულ ვითარებაში პრაქტიკულ დახმარებას უწევდა და განაგრძობს დახმარების გაწევას, არის რუსეთი.

”დიდი ძალისხმევა განხორციელდა და ახლაც ხორციელდება ყარაბაღში მშვიდობიანი ცხოვრების დასაბრუნებლად და მისი შემდგომი განვითარებისათვის. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ სომხეთის მოსახლეობა სწრაფად გადალახავს ომის შედეგად გამოწვეულ სტრესს”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სერიოზული ნაბიჯები იდგმება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, მუშაობა დაიწყო სამმხრივ ფორმატში და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო ბაზაც. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს სიტუაციის მოგვარებას სიუნიქში. ”ყველა ეს ასპექტი დემონსტრირებულია და აჩვენებს ჩვენს მიდგომას ალიანსის საკითხების მიმართ”, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სამეცნიერო-ანალიტიკური ორგანიზაცია “ინტეგრაცია და განვითარება” და ევრაზიის ექსპერტთა კლუბი.

ნახეთ მეტი
Back to top button