სომხეთში 1 ივნისიდან ღია ადგილებში ნიღბის ტარება აღარ იქნება სავალდებულო!
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო აანონსებს სანიტარული უსაფრთხოების წესების შეცვლას.
1 ივნისიდან ღია ადგილებში ნიღბის ტარება აღარ იქნება სავალდებულო! ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, 1 ივლისიდან დახურულ ადგილებში ნიღაბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
ვაქცინირებულად ითვლება მოქალაქე, რომელმაც მიიღო 2 დოზა ვაქცინა, რეგისტრირებულია „Armed E-Health” სისტემაში, აქვს QR კოდი.
ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 3 ვაქცინით: “Sputnik-V”, “AstraZeneka” და “Koronavak”. AstraZeneka-ს და Koronavak-ის ვაქცინები შეიძლება გაკეთდეს 18 და უფრო მაღალი ასაკის ადამიანებზე ნებაყოფლობით. ვაქცინები “Sputnik-V” – ით არის გამიზნული 18 წელზე უფროსი ასაკის ქრონიკული დაავადებებით პაციენტებისთვის, 18-54 წლის სამედიცინო პერსონალისთვის, სოციალური მომსახურების ცენტრების რეზიდენტებისათვის და თანამშრომლებისთვის.