აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე შავი ტბის მიდამოებში გადადგმული ნაბიჯების მიზანი იყო გამოეწვიათ სამხედრო კონფლიქტი და მიეღწიათ იმისათვის, რომ შავი ტბიდან გაეჭრათ დერეფანი ბიჩემექის მონაკვეთამდე, ისე, როგორც ამას აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებდა.
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში თქვა, რომ ამ მომენტისათვის კუხო-ს მოქმედებების სიჩქარე დამაკმაყოფილებელი არ არის, მაგრამ სომხეთი განაგრძობს მუშაობას ამ მიმართულებით.
უახლოეს მომავალში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეწვევა რუსეთს, რომლის მიზანიცაა თანამშრომლობის გაღრმავება კუხო-ს პარტნიორებთან და უსაფრთხოების განხრით რიცხვით პირველ მოკავშირესთან, რუსეთთან.
ამ მტკიცების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არ გამორიცხავს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.
„კუხო-ს არ გამოუთქვამს მკაფიო პოზიცია აზერბაიჯანის ჯარების სომხეთის ტერიტორიებიდან გაყვანის მიმართულებით”, – თქვა ფაშინიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი სამუშაო დონეზე განიხილეს. რაც შეეხება გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიმართვის საკითხს, ფაშინიანმა თქვა, რომ ეს თემა განხილვის საგანი იყო პირველივე დღიდანვე და დღესაც გრძელდება, მაგრამ იქ რამდენიმე დასახვეწი საკითხია. როგორც მან განმარტა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას ხელთ უნდა გვქონდეს გარკვეული პროგნოზი.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ მიმართულებით წასვლის შესაძლებლობას“ – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის აზრით ის ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას, თუ რა თქმა უნდა სიტუაცია არ დაიძაბება.
მთავრობა არ აპირებს რაიმე დოკუმენტის ხელმოწერას, სანამ აზერბაიჯანის ჯარები არ დატოვებენ სომხეთის ტერიტორიას. ხდება ორი ვარიანტის განხილვა, ან აზერბაიჯანი ჯარებს გაიყვანეს სომხეთის ტერიტორიიდან, რის შემდეგაც ხელს მოაწერს შეთანხმებულ დოკუმენტს, ან ხელმოწერის შემთხვევაში, მითითებული იქნება ვადები ჯარის გაყვანის საკითხზე.
აზერბაიჯანმა გამოიჩინა აგრესია სომხეთის მიმართ, განაცხადა ფაშინიანმა. მან ასევე თქვა, რომ მათ წარადგინეს ორი წერილობითი წინადადება, რომელთა შესახებაც მან პირველად ისაუბრა.
”პირველი არის ტყვეთა სრული დაბრუნება, მეორე კოორდინატები, სადაც განლაგებულნი უნდა იყვნენ აზერბაიჯანის ჯარები. ამ წინადადებებზე ჩვენ არანაირი პასუხი არ მიგვიღია”, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.