მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანს შეუძლებლად მიაჩნია, რომ რფ-მ და კუხომ თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებები არ შეასრულონ

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი გამორიცხავს, რომ  რუსეთმა  და კუხომ თავისი სახელშეკრულებო  ვალდებულებები არ შეასრულონ.  ამის შესახებ ფაშინიანმა თქვა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის სესიის დროს, დამოუკიდებელი დეპუტატის ტიგრან ურიხანიანის კითხვებზე პასუხის გაცემისას.

ურიხანიანმა ჰკითხა, მიაჩნია თუ არა ფაშინიანს, რომ თუ სომხეთი სადამსჯელო ზომებს მიიღებს აზერბაიჯანელების მხრივ  საზღვრის გადაკვეთის წინააღმდეგ, რუსეთი და კუხო-ს ჯარები არ გაუწევენ  საჭირო დახმარებას, დაარღვევენ ვალდებულებას.

„თქვენ გულისხმობთ იმას, რომ კუხო ან რუსეთი არ შეასრულებენ თავიანთ სახელშეკრულებო ვალდებულებებს?” ასეთი რამ შეუძლებელია,  ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ან ნებისმიერი ქვეყანა აცხადებს  თვითლიკვიდაციას, რადგან ის არ ასრულებს მის საერთაშორისო ვალდებულებას. რუსეთი იყო, არის და იქნება იმ პოზიციაზე, რომ   სომხეთის საზღვარი არის წითელი ხაზი რუსეთის ფედერაციისთვის. დიახ, სამწუხარო ფაქტია, რომ აზერბაიჯანმა გადალახა ეს წითელი ხაზი.  მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ რუსეთმა არ შეასრულოს  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამ სახელშეკრულებო ვალდებულებათა მთლიანი აზრი, ინტერპრეტაცია, არის ის, რომ სომხეთზე თავდასხმა არის თავდასხმა  რუსეთზე. ქაღალდზე წერია. ”ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმეს შეუძლია  თავს დაესხას სომხეთს და არ დაისაჯოს, მაშინ ყველას შეუძლია დაუსჯელად თავს დაესხას  რუსეთს”, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთი გააგრძელებს კონსულტაციებს კუხო-ს  ფარგლებში რუსეთთან, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გააჩნია  უსაფრთხოების საკითხებში. სომხეთი კონსულტაციებს მართავს მეზობელ ირანთანაც.

მან დასძინა, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების სისტემა ახლა ძალიან სერიოზულ გამოცდას განიცდის და ეს ტესტი წარმატებით უნდა გადალახოს. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კუხო  და სომხეთ-რუსეთის უსაფრთხოების თანამშრომლობა წარმატებით გადალახავს ამ განსაცდელს”, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანი ამჟამად ვერ ხედავს საომარი მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას, ეს შეიძლება გამოცხადებული იქნას  ვითარების მკვეთრი გამწვავების შემთხვევაში.

ნახეთ მეტი
Back to top button