მთავარიპოლიტიკა

28 მაისი სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღეა

28 მაისს სომხეთი პირველი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების შესახებ.

რესპუბლიკის დღე ოფიციალურად აღინიშნება 1992 წლიდან. ეს არის სომხური სახელმწიფოებრიობის აღორძინების სიმბოლო. ამ დღეს ტრადიციულად სარდარაპატს სტუმრობენ სომხეთის მაღალჩინოსნები, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და სხვები.

ისტორიის გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ 26 მაისს სარდარაპატში თურქთა ჯარის დამარცხებით, სომხურმა ჯარებმა შეძლეს თურქეთის შეჭრის შეჩერება ამიერკავკასიაში და სომხეთის გადარჩენა სრული განადგურებისაგან. 1918 წლის 28 მაისს, ტფილისში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერალური რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, ‘’სომხეთის ეროვნულმა საბჭომ“ გამოაცხადა სომხეთის რესპუბლიკა.

სომხეთის რესპუბლიკამ იარსება მხოლოდ ორი წლის განმავლობაში, 1920 წლის 2 დეკემბრამდე, როდესაც ერევანში შევიდნენ მე-11 წითელი არმიის სამხედრო ნაწილები და რესპუბლიკა გასაბჭოვდა.

სომხეთის პირველი რესპუბლიკის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა ის წინაპირობები, რომლებმაც 1991 წელს სომხეთს მოუტანეს ახალი დამოუკიდებლობა და ახალი გამარჯვებები.

ნახეთ მეტი
Back to top button