არცახის ინვესტორებს შეუძლიათ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ საერთაშორისო სასამართლოებში

„Sputnik სომხეთთან“ საუბრისას იურისტმა სარგის გრიგორიანმა პასუხი გასცა კითხვას, თუ როგორ შეუძლიათ ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც არცახში ინვენსტიციები ჰქონდათ, სარჩელი შეიტანონ აზერბაიჯანის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.
სარგის გრიგორიანის განცხადებით, არცახის ბოლო ომის შემდეგ, ბევრი ინვესტორი უსაქმოდ დარჩა, რადგან აზერბაიჯანულმა მხარემ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დიდი ზიანი მიადგა არცახის ეკონომიკას. იურისტის აზრით, არცახული ინვესტიციები თავიდანვე უნდა ყოფილიყო დაცული, დღეს კი სომხეთი თანმიმდევრულად უნდა იცავდეს ინვესტორების ინტერესებს.
”ომის შემდეგ სერიოზული იურიდიული პრობლემები წარმოიშვა, მაგრამ მე მაკვირვებს სომხეთის მთავრობის მიდგომა, როცა უცხოელ ინვესტორებს არ უწყობს ხელს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავუგზავნეთ წინადადებები სახელმწიფო ორგანოებს, სადაც მითითებულია იურიდიული საფუძვლები, მტკიცებულებათა ბაზა და არგუმენტები, რომ შესაძლებელია ასეთი ინიციატივის წამოყენება”, – თქვა გრიგორიანმა.
მისივე თქმით, არცახის რესპუბლიკა არ არის აღიარებული საერთაშორისო დონეზე, მაგრამ იქ ჩადებული ინვესტიციები, ამ ვითარების მიუხედავად, ლეგალურია, რადგან მათ არცახის სახელმწიფოსთვის დამატებული ღირებულება შექმნეს არცახისათვის, ამაც ხელი შეუწყო მის ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით საერთაშორისო პრაქტიკაში, მაგალითად ეს იქნა გამოყენებული ისრაელში, კოსოვოსა და ყირიმში. ამიტომ, აზერბაიჯანმა უნდა აუნაზღაუროს ინვესტორებს მიყენებული ზიანი.