მთავარიპოლიტიკა

გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”: საზღვრების დადგენა მშვიდობიან ვითარებას გულისხმობს

„ამ დღეებში მუდმივად არის საუბარი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ. ზოგადად,  ეს პროცესი საერთაშორისო დონეზე დარეგულირებულია, რაც გამორიცხავს ძალის გამოყენებას.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დელიმიტაცია და დემარკაცია ცუდი არ არის, მაგრამ ეს მშვიდობიან პროცესს გულისხმობს, მაგრამ  აზერბაიჯანი სულ უფრო აგრესიული ხდება ჩვენს მიმართ …

ექსპერტების განმარტებით, დელიმიტაცია არის საწყის საოფისე სამუშაო, რომელიც აუცილებელია დემარკაციისთვის, რომლის დროსაც განისაზღვრება რუქები, მეთოდები და ა.შ. ამას მოსდევს დემარკაცია, როდესაც საზღვარი გამაგრებულია ადგილზე. მთელი ეს პროცესი წლების სამუშაოა.  ეს არ არის ერთი სპეციალისტის ან ერთი განყოფილების საქმე.

გაზეთის კორესპოდენტთან საუბრისას  არაკომერციული ორგანიზაცია   ”გეოდეზიისა და კარტოგრაფიის” თანამშრომელმა,  ორგანიზაციის  სამეცნიერო-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ELMA რუკების პროექტის ავტორმა  შაჰენ შაჰინიანმა  ხაზი  გაუსვა, რომ საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია “საერთაშორისო სამართლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე” არის მეზობელ  სახელმწიფოებთან სასაზღვრო ზოლის დადგენა ი რუკებისა და სასაზღვრო ზოლის არსებობის პირობებში.

ნახეთ მეტი
Back to top button