ანალიტიკა

გამოკითხვის შედეგები:ნიკოლ ფაშინიანი – ყველაზე მაღალი რეიტინგული ფიგურა, ყველაზე დიდი საზრუნავი- პოლიტიკური არასტაბილურობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ რჩება სომხეთის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე  პოლიტიკოსად. გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ ფაშინიანი მიაჩნია “ძალიან დადებიტად”,  29% “დადებითად”, 13% “უარყოფითად”,  20% “ძალიან უარყოფითად”.

მეორე ადგილზეა ეროვნული ასამბლეის სპიკერი არარატ მირზოიანი. გამოკითხულთა 5% აფასებს მის მიმართ დამოკიდებულებას  “ძალიან დადებითად”, ხოლო 35% – “დადებითად”.

სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ დამოკიდებულება 5% -მა შეაფასა როგორც “ძალიან დადებითი”, 15% “დადებითიი”, 16% “უარყოფითი”, 42% “ძალიან უარყოფითი”.

გამოკითხულთა 72% აპირებს მონაწილეობას 20 ივნისის რიგგარეშე არჩევნებში, ხოლო 14% ამბობს, რომ ნამდვილად არ მიიღებს მონაწილეობას. 55% -მა უარი თქვა გაეცა პასუხი კითხვაზე,  რომელ პოლიტიკურ ძალას მისცემდა ხმას, 26% -მა თქვა, რომ ხმას მისცემდა პარტია   “სამოქალაქო ხელშეკრულებას”.  26%  –   არ მისცემს ხმას „სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას“,  18% არ მისცემს ხმა „კაღორძინებულ სომხეთს“, ხოლო 18% – „სამოქალაქო ხელშეკრულებას“.

გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა  პოლიტიკური არასტაბილურობა, მათ შორის ტყვეთა  დაბრუნების საკითხი (11%) და უმუშევრობა (11%).

გამოკითხულთა 70% ამბობს, ისინი სხვა ქვეყანაში არ გადავლენ მუდმივ საცხოვრებლად, 57% არ მიემგზავრება დროებით სამუშაოდ.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სიღრმისეული ანალიზის ცენტრის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების – სომხეთის ფონდის დაკვეთით. გამოკითხვის მონაცემები 2021 წელს შეგროვდა 8 აპრილიდან 4 მაისამდე. გამოკითხვაში 1502 ადამიანი მონაწილეობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button