
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან კავკასიის სამ ქვეყანას: სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს. ამის შესახებ ლისაბონში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.
”ჩემი სახელით, ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი ეწვევა კავკასიის სამ ქვეყანას, რათა დაადასტურონ ჩვენი მზადყოფნა რეგიონში მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მისაღებად”, – აღნიშნა ბორელმა.