27 მაისს მთავრობამ სომხეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრების დაცვის გაძლიერების აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება “ჩუქების სახით ქონების მიღების, ქონების ფიქსირების და უსასყიდლოდ გამოყენების უფლებით ქონების გადაცემის შესახებ”. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკა მიიღებს კაპანის, მეღრის, ტეღის თემების მიერ ნაჩუქარ მიწის ნაკვეთებს და სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაში მყოფ სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად თავდაცვის მიზნით მათ მიამაგრებს სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს და უსასყიდლო გამოყენების უფლებით გადასცემს რფ უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს, სრ-ში განთავსებულ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს.
დასაბუთების თანახმად, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით განპირობებული, საჭირო გახდა სომხეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრების გაძლიერება, რისთვისაც გამოიყო საჭირო მიწის ნაკვეთები.