მთავარიპოლიტიკა

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების წინადადება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შემცირების შესახებ ჩვენთვის მისაღებია: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას და საკითხის გადასაჭრელად გადადგმულ ნაბიჯებს. ის ამ თემას შეეხო პარტიის მომხრეებთან ერევნის ნორქ – მარაშის ადმინისტრაციულ ოლქში პარტია “სამოქალაქო ხელშეკრულების”  წინასაარჩევნო შტაბში.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა არის შესაძლებლობა სწრაფად განმუხტოს დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთ ნაწილში.

მან აღნიშნა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მოითხოვენ სასწრაფო ზომების მიღებას  საზღვრის დაძაბულობის შესამცირებლად. მხარეებს შესთავაზეს ჯარის გაყვანა და საზღვრის კორექტირების სამუშაოები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დახმარებით.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ისინი სრულად იზიარებენ წინადადებებს, რომლებიც მოცემულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ 28 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ველოდებით ამ სიგნალს ესკალაციის შემცირების ლოგიკით, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამის ზომები. შეგახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ შემდეგზე: ორივე მხარეს გაჰყავს შეიარაღებული ძალები ამ ტერიტორიიდან, იქ საერთაშორისო წარმომადგენლები იქნებიან განლაგებული, შეიძლება ეს იყოს  რუსი მშვიდობისმყოფელნი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დამკვირვებლები. მთავარი მაინც  ის არის,  რომ ჩვენ ამ გზით მივდივართ”, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button