სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტების დაზუსტების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები დატოვებენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა მჰერ გრიგორიანმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით “არმენპრესის” კითხვაზე პასუხის გაცემისას.
– აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის მისაღებია რუსეთის წინადადება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო კრიზისის მოგვარების შესახებ. რა პოზიცია აქვს სომხურ მხარეს?
– სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის მოგვარების შესახებ რუსეთის წინადადებები მისაღებია, სომხურმა მხარემ თავისი პოზიცია ჯერ კიდევ 19 მაისს წერილობით წარუდგინა თავის რუს პარტნიორებს. ამის მიხედვით, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტების დაზუსტებაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები დატოვებენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას. ამ კონტექსტში ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ტყვე ჯარისკაცების დაბრუნება. სომხეთი ასევე ადასტურებს თავის წინადადებას ჯარების სარკისებრი სახით გაყვანის, მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების და შემდეგ სასაზღვრო პუნქტების დაზუსტების შესახებ.