მთავარიპოლიტიკა

ჰარუთიუნიანი და შაიგუ შეთანხმდნენ სრ საზღვარზე სიტუაციის გადაჭრის ნაბიჯებზე

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვაღარშაკ ჰარუთიუნიანი 28 მაისს მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალს სერგეი შოიგუს.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განუცხადა, შეხვედრის დროს  საუბარი შეეხო სამშვიდობო მისიის პროცესს  მთიან ყარაბაღში, სიტუაციას  სომხეთის სიუნიქასა და გეღარქუნიკის რეგიონებში,  გარდა ამისა  განიხილეს  ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობისა  და რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

წყაროს თანახმად, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თავის რუს კოლეგას წარუდგინა სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული შენაერთების შეღწევის დეტალები სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული მოქმედებების საფუძველზე. ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული პროვოკაციები “საზღვრის კორექტირების” ყალბი საფუძვლით აბსოლუტურად მიუღებელია, აზერბაიჯანულმა ნაწილებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სიტუაციის მოგვარების შესაძლო ვარიანტები, შეთანხმდნენ საჭირო ნაბიჯებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button