ეკონომიკამთავარი

ავიაკომპანია Armenia-მ ახალი თვითმფრინავი შეიძინა და აფართოებს ფრენის არეალს

ავიაკომპანია Armenia-მ პარკი შეავსო   ახალი „ბოინგ 737-800“  თვითმფრინავით და ახლა სომხეთის ავიაგადამზიდველს ჰყავს  სამი მოქმედი თვითმფრინავი.

„Sputnik სომხეთ“-ის  რეპორტიორთან საუბრისას,  სომხეთის ავიახაზების მარკეტინგის მენეჯერმა, ნელი კოსტანდიანმა თქვა, რომ ახალი თვითმფრინავი საშუალებას იძლევა  მიმართულებებისა  და ფრენების რაოდენობის გაზრდისა.

გუშინ საერთაშორისო აეროპორტ „ზვართნოცში“ სომხური ავიაგადამზიდავის  დახვედრის ცერემონია გაიმართა. ახლა თვითმფრინავი სომხური მხარის ბალანსზეა და ფრენას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

როგორც კოსტნდიანმა აღნიშნა,  სომხეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, პირველ რიგში, ფრენის მიმართულებების და სიხშირის ზრდაზე იმოქმედებს.

ავიაკომპანია ახლო მომავალში ახალ მიმართულებებს გახსნის, 12 ივნისიდან თვითმფრინავები ფრენებს დაიწყებენ კვირაში ორჯერ ერევანი-ჰურგადა-ერევანის მიმართულებით.

ამჟამად ავიაკომპანია ახორციელებს კვირაში 11 რეგულარულ ფრენას მოსკოვისკენ, ოთხს – თბილისისკენ, ერთს – ვორონეჟისკენ, ერთს – მინვოდისკენ, ასევე ჩარტერული რეისები ირანის მიმართულებით და რიგი ტურისტული მიმართულებები საბერძნეთის, კვიპროსისა და ხორვატიის მიმართულებით.

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს საქართველოს სახმელეთო საზღვრების გახსნა სომხეთის მოქალაქეებისთვის 1 ივნისიდან, კოსტანდიანმას ხაზი გაუსვა,  რომ ეს გავლენას არ მოახდენს ფრენების რაოდენობაზე.

ავიაკომპანია გააგრძელებს ფრენას ერევან -თბილისის მიმართულებით  და პირიქით.

ნახეთ მეტი
Back to top button