
ეუთო მზადაა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ნდობის ატმოსფეროს შექმნაში, რათა განმუხტოს დაძაბულობა საზღვარზე. როგორც ,,არმენპრეს“-ს განუცხადეს ეუთო-ში შვედეთის თავმჯდომარეობიდან, ამის შესახებ თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან საუბრისას განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლინდენმა, რომლის დროსაც მან მნიშვნელობა მიანიჭა საკითხის მშვიდობიან და დიპლომატიური გზით მოგვარებას. ”მოქმედი პრეზიდენტი მიესალმება სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების მზადყოფნას. იგი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და დიპლომატიური გადაწყვეტა რაც შეიძლება მალე მიიღწევა. როგორც მხარეებთან საუბრისას აღნიშნა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ეუთო მზადაა მხარი დაუჭიროს მხარეებს ნდობის განმტკიცებაში, დაძაბულობის განმუხტვისა და ისეთი ატმოსფეროს შექმნაში, რომელშიც მხარეებს შეეძლებათ კონსტრუქციული გზით განაგრძონ მოლაპარაკებები”, – აცნობეს ,,არმენპრეს“-ს.