მთავარიპოლიტიკა

ვლადიმირ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღისადმი მილოცვის გზავნილი გაუგზავნა

,,Armradio.am” წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღისადმი მილოცვა გაუგზავნა.

შეტყობინებაში ნათქვამია:

”ძვირფასო ნიკოლ ვოვას ძე,

მიიღეთ ყველაზე თბილი მილოცვები დაბადების დღესთან დაკავშირებით.

რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ძალიან წარმატებით ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორმხრივ სამოკავშირეო ურთიერთობებს ჩვენი მეგობრული ხალხების სასარგებლოდ, ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განსამტკიცებლად.

გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და წარმატებებს”.

ნახეთ მეტი
Back to top button