მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა პარიზსა და ბრიუსელს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი 1-2 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა საფრანგეთის რესპუბლიკას (პარიზი) და ბელგიის სამეფოს (ბრიუსელი). სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით,  დღეს, 1 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრებს გამართავს პარიზში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ეროვნული ასამბლეის სპიკერ რიშარ  ფერანთან და სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლარშესთან.

2 ივნისს, ბრიუსელში, ნიკოლ ფაშინიანი შეხვდება ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს. დაგეგმილია ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრ დე კროისთან.

ნახეთ მეტი
Back to top button