მთავარისაზოგადოება

ომმა შეცვალა ტურისტული მიმართულებები

ეპიდემიამ კორექტირება გაუკეთა და ომმა კი კიდევ ერთხელ შეცვალა სომხეთის ტურიზმის სექტორი.  შეიცვალა ცნობილი მიმართულებები და დაემატა ახალი.   სომხეთი კვლავ მიმზიდველია ტურისტებისთვის, ამბობს  ალფრედ ქოჩარიანი,  სომხეთის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

”პირველ კვარტალში დაახლოებით 86,000 შემომავალი ტურისტი გვყავდა, აპრილში – დაახლოებით 42 000, უახლოეს მომავალში ველით, რომ ეს რიცხვი გაიზრდება”, – ამბობს ალფრედ ქოჩარიანი.

ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი, როგორც ყოველთვის, რუსეთიდან მოდის. ექსპერტები ამას ხსნიან ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებით. კოვიდის პერიოდში, სომხეთი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომელთა მონახულებაც მარტივია: რუსები მეტ-ნაკლებად აცნობიერებენ ბოლოდროინდელ ომს, ომისშემდგომ ვითარებას.

ცნობილი ტურისტული მიმართულებები მდებარეობენ სომხეთის ჩრდილოეთით, ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში, გორისამდე, სერიოზული დაბრკოლებები და საშიშროებები  არ არსებობს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ევროპელებს, მათ ძალიან ცოტა იციან სომხეთის შესახებ, არსებობენ ადამიანებიც კ, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რომ სომხეთში ომი იყო 2020 წლის ბოლოს, ჩამოდიან და შემდეგ გებულობენ.

ნახეთ მეტი
Back to top button