ანალიტიკა

რატომ არ ითვალისწინებს ალიევი საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებს

ანალიტიკური ცენტრის „ორბელი“-ს ანალიტიკოსმა ტარონ ჰოვანისიანმა „Sputnik სომხეთის“  ეთერში ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პოზიციაზე, სადაც ის  თავის დამოკიდებულებას გამოხატავს  საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებისა და განცხადებების მიმართ.

ტარონ ჰოვანისიანის აზრით, ალიევმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ადრეც არცახის ომის დაწყებამდე არსებობდნენ განცხადებები და რეზოლუციები ევროპული ქვეყნებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც  მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდნენ. ალიევმა იცოდა, რომ საერთაშორისო რეზოლუციების უმეტესობა პრაქტიკულ ნაბიჯებად არ გადაიქცეოდა.

„თუ არის განცხადება, მაგრამ არ არსებობს არანაირი პრაქტიკული ნაბიჯი, მაშინ ალიევი ამ გარემოებას იღებს როგორც სიგნალს იმისათვის, რომ კვლავ ძველებურად უნდა განაგრძოს. ამიტომ ასეთი განცხადებები მისი პოლიტიკისათვის  არ წარმოადგენს საფრთხეს”, – თქვა ანალიტიკოსმა.

ჰოვანისიანის აზრით, პრაქტიკული ნაბიჯად შეიძლება გახდეს, სანქციების გამოყენება რაც  დღეს საერთაშორისო ასპარეზზე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.  სანქციების გამოყენება აიძულებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას შეასრულოს აღნიშნული განცხადებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ალიევი  თავს ასე თავისუფლად ვერ იგრძნობს.

ანალიტიკოსის აზრით, გავლენიან მოთამაშეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებ სურთ თუ არა რეალურად ჩაერიონ, აქვთ ასეთი გავლენა?  ექსპერტის თქმით,  განცხადებები მისასალმებელია, მაგრამ თუ მათ სურთ მიიღონ რეზოლუციები, რომლის აღსრულებაც სავალდებულოა, მაშინ მათ უნდა აჩვენონ აზერბაიჯანს, რომ მათი განცხადებების უგულებელყოფა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს აზერბაიჯანისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ განცხადებების ეფექტურობა კვლავ ეჭვქვეშ დადგება.

ნახეთ მეტი
Back to top button