მთავარიპოლიტიკა

რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობები უფრო თვალსაჩინოა: მჰერ გრიგორიანი

რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის კონტექსტში ყველაზე თვალსაჩინოა საბჭოთა კავშირის დროს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის  აღდგენა, მათი მეშვეობით ტვირთის გადაზიდვა თანაბარ პირობებში.  ასეთი განცხადება გააკეთა სომხეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, სომხეთი-რუსეთი-აზერბაიჯანის სამუშაო ჯგუფში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელმა მჰერ გრიგორიანმა.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკებისას  გზების განბლოკვის საკითხში მიღწეული იქნა კარგი შედეგები.

„2021 წლის  11 იანვრის განცხადების პუნქტების თანახმად დაარსებული საექსპერტო ქვეჯგუფების მიერ ჩატარდა ფართო ანალიტიკურ-კვლევითი სამუშაოები.  ეს ეხება სარკინიგზო-საავტომობილო ტრანსპორტირების ტექნიკურად შესაძლო ვარიანტების იდენტიფიცირებას, უსაფრთხოების, სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის აუცილებელი ფუნქციების ორგანიზების გათვალისწინებით,” – თქვა გრიგორიანმა.

მისივე თქმით, რეგიონში არსებული სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის კონტექსტში,ამჟამად  განიხილება  საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული სასაზღვრო, საბაჟო და სხვა სახის კონტროლის  ორგანიზების საკითხი. მათი შესწავლა ხდება დსთ-ს ნორმატიული იურიდიული ბაზის, აგრეთვე იმ მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების რეგულაციების ფარგლებში,  რომლის წევრიც არის სომხეთის რესპუბლიკა.

 „ამ დროისთვის უფრო თვალსაჩინოდ შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობები. ვფიქრობ, თუ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მუშაობა  უახლოეს მომავალში გაგრძელდება, ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ამ შესაძლებლობის გარშემო”, – თქვა გრიგორიანმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის რესპუბლიკას  არ განუხილავს და არც განიხილავს “დერეფნის” საკითხს სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის ფარგლებში.

ნახეთ მეტი
Back to top button