მთავარიპოლიტიკა

ცესკო. 22 პარტია და 4 ბლოკი დარეგისტრირდა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად

20 ივნისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში 22 პარტია და 4 ბლოკი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ტიგრან მუკუჩიანმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ, არჩევნების ჩატარების ხარჯებიც გაიზრდება, რადგან მათ მეტი ბიულეტენის დაბეჭდვა მოუწევთ. “ერთია დაახლოებით 40 მილიონი ბიულეტენის დაბეჭდვა, სხვა რამ არის 70 მილიონზე მეტი ბიულეტენის დაბეჭდვა. ჩვენ ვთვლით. ხვალ წარმოდგენილი იქნება ციფრები. ყველა დათვლის დასრულების შემდეგ, ჩვენ წარმოვადგენთ დაფინანსების საკითხებს დეტალურად “, – განმარტა მუკუჩიანმა და დასძინა, რომ პარტიების კამპანია 7 ივნისს დაიწყება.

მანამდე სომხეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 ივნისის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 2 581 093 სომხეთის მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის თავდაპირველად 23 პარტიამ შეიტანა განცხადება, მაგრამ ერთი მათგანი არ დარეგისტრირდა სრ ცესკოს მიერ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის გამო, რომელიც არ აღმოიფხვრა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიცემული 48 საათის განმავლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button