მთავარიპოლიტიკა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ჯერ არ მიუღია წვდომა 27 მაისს ტყვედ აყვანილ სომეხ სამხედროებზე

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დიალოგს აწარმოებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, რათა მოიპოვონ წვდომა აზერბაიჯანის მიერ 27 მაისს სომხეთის გეღარქუნიქის მხარეში აყვანილი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ.

,,არმინფო“- ს კორესპონდენტთან საუბრისას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერევნის ოფისის საკომუნიკაციო პროგრამების ხელმძღვანელმა ზარა ამატუნიმ განაცხადა, რომ წითელი ჯვარი, როგორც ნეიტრალური ჰუმანიტარული შუამავალი, აწარმოებს დიალოგს შესაბამის ორგანოებთან ზემოხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით. ამასთან, ამატუნის თანახმად,  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს ჯერ არ მიუღიათ წვდომა ზემოთ აღნიშნულ პირებზე, რათა დააკვირდნენ მათი პატიმრობის პირობებს და მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს დილით, გეღარქუნიქის რეგიონის სასაზღვრო ნაწილში აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების N სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოების შესრულების დროს ალყაში მოაქციეს და ტყვედ აიყვანეს სომხეთის შეიარაღებული ძალების 6 სამხედრო მოსამსახურე.

ნახეთ მეტი
Back to top button