მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანულმა ძალებმა უნდა დატოვონ სომხეთის სუვერენული ტერიტორია: მაკრონი

სომხეთი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დგას, საფრანგეთს კი გადაწყვეტილი აქვს რეგიონში მშვიდობის დამყარება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას  ერთობლივი სიტყვით გამოსვლის დროს და აღნიშნა, რომ 2012 წლის 9 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადების შემდეგ, მაშინაც კი, თუკი, ზოგადად, ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

”საფრანგეთი მზადაა დაეხმაროს ამ საკითხში, პირველ რიგში მე ვსაუბრობ სამხედრო ტყვეების, სხვა პატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე ტერიტორიების განმინვაზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მთიანი ყარაბაღისა და მიმდებარე ტერიტორიების მემკვიდრეობის დაცვა. დაცული უნდა იყოს როგორც ქრისტიანული, ისე მუსულმანური მემკვიდრეობა. როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, საფრანგეთის მოვალეობაა ყველაფერი გააკეთოს, რომ მხარეებმა დეესკალაციას მიაღწიონ და დიალოგის დამყარება შეძლონ”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ დიალოგის გზით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ძალა.  აზერბაიჯანის ძალები  უნდა გავიდნენ  სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან და მე მოვუწოდებ მხარეებს დაბრუნდნენ თავიანთ პოზიციებს 11 მაისის მდგომარეობით”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საფრანგეთი შეეცდება დაეხმაროს დიალოგის დამყარებაში.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც სომხეთი აღმოჩნდა, საფრანგეთი სომხეთის გვერდით არის, როგორც ყოველთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button