საზოგადოება

კოსოვოში მაღალ დონეზე აფასებენ სომეხი მშვიდობისმყოფელების როლს

სომეხმა სამშვიდობოებმა კოსოვოში აღნიშნეს პირველი რესპუბლიკის დღე. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის სამხედრო ჯგუფის მოსამსახურეებმა, რომლებიც კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდნენ, საზეიმო ღონისძიება მოაწყვეს. სტუმრებს გააცნეს  სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხებ ”, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნატოს კოსოვოს ძალების (KFOR, Kosovo Force) სარდლობის  წარმომადგენლები. კოსოვოს ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გუნტერ შოპფმა მარალ დონეზე შეაფასა  სომხური კონტინგენტის სამსახური  და ხაზი გაუსვა მისიაში სომხეთის შეიარაღებული ძალების ყოფნის მნიშვნელობას.

ნახეთ მეტი
Back to top button