მთავარიპოლიტიკა

ოქტომბრის თვეში პარიზის მერი ერევანს ეწვევა: ნიკოლ ფაშინიანის და ან იდალგოს შეხვედრა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა პარიზის მერს ან იდალგოს პარიზის მერიაში.

პარიზის მერი მიესალმა ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტს საფრანგეთში და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მუდამ სომხეთის გვერდითაა. „ჩვენ არ დავტოვებთ სომხეთსა და სომეხ ხალხს მარტო“,  -თქვა იდალგომ.

  სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,    ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით იხსენებს მათ პირველ შეხვედრას, სადაც ყველა ის საკითხები რაც შეთანხმებული იქნა აღსრულდა კიდეც.  მათ შორის მNიშვნელოვანია პარიზში თუმო-ს ცენტრის გახსნა.   ”იმედი მაქვს, რომ ჩვენს დედაქალაქებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, განსაკუთრებით განათლების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებში.” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა და გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთი მეგობრების დახმარებით გადალახავს შექმნილ სიტუაციას და რდგება ხალხის ოპტიმიზმი.

საუბრისას შეეხნენ ან იდალგოს ერევანში განსახორციელებელ ვიზიტს, რომლის დროსაც  შეეძლებათ ახალი ინიციატივების განხილვა და განხორციელება.

ომის შემდეგ სომხეთში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პარიზის მერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი  კვლავ ყურადღებას მიაქცევს სომხეთს. ”ეს არ არის მხოლოდ სომხეთის ბედი, ჩვენი და სომხეთის ბედი ურთიერთდაკავშირებულია“, -თქვა იდალგომ.  

ნახეთ მეტი
Back to top button