მთავარისაზოგადოება

სომხეთის მოქალაქეების საქართველოში შესასვლელად ღია იქნება ბაგრატაშენ-სადახლოს და ბავრა-ნინოწმინდის საგუშაგოები

სომხეთის მოქალაქეების გადაადგილებისთვის სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტებიდან გაიხსნება ბაგრატაშენ-სადახლოს და ბავრა-ნინოწმინდის საგუშაგოები.

როგორც იტყობინება „არმენპრესი“, ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოში სომხეთის საელჩომ. საგუშაგოები ღია იქნება ყოველდღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.

საქართველომ 1 ივნისიდან გახსნა სახმელეთო საზღვარი. დილით ადრე გამოცხადდა, რომ მხოლოდ ბაგრატაშენ-სადახლოს საგუშაგო იმუშავებს, მაგრამ დღის განმავლობაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბავრა-ნინოწმინდის საგუშაგოს გახსნის შესახებ.

საქართველოში შესვლა შესაძლებელი იქნება:

– ბოლო 72 საათში ჩაბარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში

ან:

– ვაქცინაციის მთელი კურსის (ორი დოზა) გავლის და ერთდროულად PCR ტესტის უარყოფითი შედეგის არსებობის შემთხვევაში.

ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ PCR– ით ჩამოდიან, ვალდებულნი არიან გაიარონ კიდევ ერთი ტესტი ქვეყანაში შემოსვლიდან 72 საათში, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს, ჩასვლის შემდეგ არ სჭირდებათ ტესტის ჩაბარება.

ნახეთ მეტი
Back to top button