მთავარიპოლიტიკა

სომხეთში ბევრი პროგრამაა, რომელშიც საფრანგეთის ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია: ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს, რომ სომხეთსა და საფრანგეთს აქვთ განსაკუთრებული ურთიერთობანი. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს.

”შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში სომეხი ხალხი, სომხეთის რესპუბლიკა, ყოველთვის გრძნობდა საფრანგეთის მხარდაჭერას, პრეზიდენტ მაკრონის პირად მხარდაჭერას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ჩვენს რეგიონში კრიზისის პირველი დღიდან ისაუბრა სიმართლის ენაზე და ეს ხმა ვრელდებოდა მთელ მსოფლიოში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საფრანგეთი და პრეზიდენტი მაკრონი აგრძელებენ ამ მისიას, ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში კრიზისული სიტუაციის დაძლევის თვალსაზრისით.”

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლს. მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების, რეგიონული კრიზისების მოგვარების და მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ომის დასრულების შემდეგ თანათავმჯდომარეებმა გააკეთეს სამი განცხადება, რაც, ფაქტობრივად, გამოხატავს მათ მზადყოფნას ერთმანეთთან ურთიერთობისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხში”, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს ამ პერიოდში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საფრანგეთის პირად დაინტერესებას რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხში, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღში. ყველა ამ სფეროში, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საფრანგეთის მონაწილეობას. სომხეთი, სომეხი ხალხი, დაინტერესებულია ამ მონაწილეობის გაზრდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საფრანგეთს, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ევალება უზრუნველყოს უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა, – თქვა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button