
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – იგორ პოპოვი (რუსეთი), შტეფან ვისკონტი (საფრანგეთი) და ენდრიუ შაფერი (აშშ) ახლო მომავალში შესაძლოა შეთანხმდნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის სასაზღვრო ზოლის მონახულების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. ამის შესახებ წერს TASS.
”ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში თანათავმჯდომარეებს (ეუთო-ს მინსკის ჯგუფს) შეეძლებათ ჩამოვიდნენ რეგიონში, რათა ადგილზე გაარკვიონ ვითარება და მხარეებს ადგილზევე გაესაუბრონ”, – აღნიშნა მან.
“ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ასეთი შესაძლებლობების შექმნა უახლოეს მომავალში შეიძლება ”.
”გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიღების მწვავე პრობლემა – მოსახლეობის დასახმარებლად. ასევე არსებობს უამრავი ორგანიზაციული დეტალი, რომელსაც მხარეები განსხვავებულად განმარტავენ”, – დასძინა ლუკაშევიჩმა.
12 მაისიდან ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გეღარქუნიქის და სიუნიქის რეგიონებში დაძაბული რჩება. 27 მაისს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ექვსი სომეხი სამხედრო ტყვედ აყვანეს.
ოფიციალურმა ერევანმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.