მთავარიპოლიტიკა

ადვოკატი. აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ მცოცავ ექსპანსიას ახორციელებს

აზერბაიჯანი სომხეთის მიმართ მცოცავ ექსპანსიას ახორციელებს. ამის შესახებ ,,მედია ცენტრში“ დისკუსიების დროს განაცხადა ადვოკატმა, საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა არა ღაზარიანმა.

ღაზარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ აპირებს მოლაპარაკების სიბრტყეში შესვლას, მაგრამ ცდილობს შეინარჩუნოს სტატუს ქვო, მისი სამხედრო და გეოპოლიტიკური უპირატესობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ის არაფრისგან ქმნის საკამათო საკითხს, ადგენს ცრუ დღის წესრიგს და ცდილობს, ისე მოიქცეს, რომ სამყარომ მისი პოზიცია მიიღოს საფუძვლად. სწორედ ეს  გააკეთა მან, როდესაც დეკემბერში პატიმრების დაბრუნება შეაჩერა. აზერბაიჯანი პატიმართა ნაწილს იყენებს მათგან ჩვენების მისაცემად  და მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვისთვის – ანტისომხური გავლენის შექმნის მიზნით, სხვა ნაწილს კი სომხეთზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ”აზერბაიჯანი ცდილობს შექმნას პარიტეტი. იგი ამას 2010 წლიდან აკეთებს, ასეთი ხელწერაა. მაგალითად, დივერსანტების საქმე. კარენ ბაღდასარიანი იქ აღმოჩნდა და “დივერსანტი” გახდა. ბაქო ცდილობს საკითხი გახადოს რეგიონალური, საერთაშორისო პოლიტიკურ ვექტორებს აიძულებს  რეაგირება მოახდინონ რეგიონზე და არა აზერბაიჯანზე”, – განმარტა ადვოკატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button