
”აზერბაიჯანი არ ღალატობს მის ძველ ჩვეულებას და ცდილობს დაფაროს თავისი პროვოკაციული ქმედებები სომხეთის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით. დაარღვია რა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, შეიჭრა სუვერენული სომხეთის ტერიტორიაზე ბერძორიდან სოტკამდე, დღეს აზერბაიჯანი ცდილობს დაადანაშაულოს სომხეთის შეიარაღებული ძალები მსგავს ქმედებაში. ბოლო მოვლენების მთავარი გავლენა ის არის, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ სომხეთის, არამედ რუსეთის პროვოცირებას ახდენს. ბაქომ კარგად იცის, რომ სომხეთის სუვერენული ტერიტორიების ნებისმიერი ხელყოფა არა მხოლოდ სომხეთის, არამედ რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის პირდაპირი გამოწვევაა“,- წერს გაზეთი.