მთავარიპოლიტიკა

თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობას, რომ სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთეს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომლის თანახმად, 1 ივნისს საღამოს 40 სომეხმა სამხედრომ აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა “აიძულეს ისინი დაბრუნებოდნენ საწყის პოზიციებს”.  ამის შესახებ შეტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

„აშკარაა, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ საერთაშორისო საზოგადოებაში შთაბეჭდილების შესაქმნელად, რათა აჩვენონ სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო  ზოლში სიტუაციის გამწვავება ხდება  სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ. აზერბაიჯანის მხარე ამას სჩადის  ჩვეულებრივი პროვოკაციის მიზნით.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს არ გადაულახავთ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი, არც 1 ივნისს და არც მის წინა დღეებში.  ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, როგორც სომეხი ჯარისკაცების მხრივ საზღვრის გადაკვეთის, ასევე ცილისწამება ცეცხლის გახსნის შესახებაც. ასეთ დეზინფორმაციას უარყოფს  სომხეთის თავდაცვის სამინისტროც და არცახში რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობაც.

ნახეთ მეტი
Back to top button