
1 ივნისს ანკარაში შეხვდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ‘’ანკარა მზადაა მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი ან თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო ფორმატში სამმხრივ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას”.
ერდოღანის სიტყვებიდან შეიძლება გავაცნობიეროთ, რომ თურქეთი მხოლოდ აზერბაიჯანთან და სომხეთთან საქართველოს პარტნიორობის მომხრეა, მაგრამ, მაგალითად, ირანსა და რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგია. ამის დასტურია განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საქართველო ითვლება “რეგიონალური თანამშრომლობის გასაღებად”.მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ტერიტორიით თურქეთის და აზერბაიჯანის, ასევე ჩინეთისა და ევროპის ერთმანეთთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
საყურადღებოა, რომ ერდოღანი ხაზს უსვამს მხოლოდ სამხრეთ გაზის დერეფანს და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს, ხოლო არ ეხება ირან-ინდოეთის წინადადებას სომხეთისა და საქართველოს გავლით ევროპასთან დაკავშირების შესახებ.
”თანამშრომლობის გასაღების” ფორმულირების პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ახსენებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებას, თითქოსდა გარიგებას აიძულებს – არ შეუერთდნენ ჩრდილოეთ-სამხრეთის პროექტს, სანაცვლოდ მიიღონ მხარდაჭერა კონფლიქტების გადაჭრის და მოქმედი გზების განვითარების საკითხში.
სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არსებული გზების შემდგომი განვითარება და კონფლიქტების სასურველი გადაწყვეტა, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან იმავე შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებებიდან აშკარა ხდება, რომ საქართველო თუმცა დაინტერესებულია არსებული ურთიერთობების გაღრმავებით, მაგრამ არ ემზადება ამით შემოფარგვლას.
ამაზე მოწმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ”რეგიონული თანამშრომლობის”-თვის მნიშვნელობის მინიჭება, ერდოღანის მიერ ”სამმხრივ თანამშრომლობაზე” გაკეთებული აქცენტის საპასუხოდ. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ პრემიერ-მინისტრის ანკარაში ვიზიტი მიზნად ისახავდა ამ საკითხში თურქეთის მხრივ დაბრკოლებების განეიტრალებას.
ვაჰრამ ჰოვჰანნისიანი